რუსეთში კორონავირუსის მეოთხე ვაქცინას არეგისტრირებენ – პუტინი

ამჟამად რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინაა რეგისტრირებული: „სპუტნიკ V“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმოქცევაში მალე მოხვდება კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე ვაქცინა.

ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტი“ რუსეთში რეგისტრაციას გაივლის>>

საუბარია „სპუტნიკ ლაიტზე“, რომელიც რეგისტრაციას გადის ჯანდაცვის სამინისტროში. „სპუტნიკ ლაიტი“ – ესაა ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ერთი ინექცია. „სპუტნიკ V“ ორჯერ კეთდება. მისი ეფექტურობა, კლინიკური კვლევების მესამე ფაზის მონაცემებით, რომელიც ჟურნალ The Lancet–ში გამოქვეყნდა, 91,6%-ს შეადგენს. ამავე პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ ორკომპონენტიანი ვაქცინის პირველი ინექციის შემდეგ დაავადებისგან დაცვის დონემ 87,6% შეადგინა.

რუსეთში „სპუტნიკ ლაიტის“ კვლევის მეორე ფაზა დასრულდა

„სპუტნიკ ლაიტი“ – ერთკომპონენტიანი ვაქცინაა, რომლის შემადგენლობაში იგივე სტრუქტურებია, რომლებსაც „სპუტნიკ V" მოიცავს. „სპუტნიკ ლაიტი“ არ შეიცავს თავად COVID-19-ს, შესაბამისად, აცრის შედეგად კორონავირუსით დაინფიცირება შეუძლებელია.

გამალეის ცენტრის ხელმძღვანელის ალექსანდრ გინცბურგის თქმით, „სპუტნიკ ლაიტით“ აცრა პირს ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში იცავს და დაავადების მძიმე მიმდინარეობის ალბათობის შემცირების საშუალებას იძლევა. აცრის ეფექტურობა დაახლოებით 85%-ს შეადგენს, დასძინა მეცნიერმა.

ამ დროისათვის რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინაა რეგისტრირებული. ესენია „სპუტნიკ V“, „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“.