იმნაძე: ბოლო კვირაში კორონას გამო სამი ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
Sputnik

 

იმნაძე: ბოლო კვირაში კორონას გამო სამი ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე
„ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე. ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?! ნუთუ ისე გაიარა ამ კორონამ, რომ ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო არ დაკარგა. აი, ეს კითხვა მაქვს, რა ვთქვა აღარ ვიცი“, -ამბობს იმნაძე.

იმნაძის თქმით, საქართველოში სიკვდილიანობის სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავ 1.3%-ია.