ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში: ტრადიციად ქცეული ახალი თარიღი - ფოტო

Sputnik

ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს მას შემდეგ შემოიღეს, რაც ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს.

მათი ქმედებების შედეგად 17 მაისის აქციაზე დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ლგბტ საზოგადოების მცველთა აქციები პოლიციის დაცვის ქვეშ იმართება, ხოლო ოჯახის სიწმინდის დღე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივით დადგინდა ამ აქციების საწინააღმდეგოდ.

მანამდე 17 მაისს საპატრიარქო ფეხით მსვლელობას მართავდა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე მეორე წელია მსვლელობა არ იმართება, სასულიერო პირები ქალაქში პიკაპის ტიპის ავტომობილებით გადაადგილდებიან და დედაქალაქის ქუჩებს აკურთხებენ.

1 / 10
ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაში პანდემიამ ცვლილებები შეიტანა
2 / 10
COVID-19-ის აფეთქებამდე, ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისში მართლმადიდებელი მორწმუნეების მრავალათასიანი მსვლელობა იმართებოდა
3 / 10
თუმცა უკვე მეორე წელია ხალხმრავალი აქციები სასულიერო პირების ავტოგადარბენაში გადაიზარდა
4 / 10
მიუხედავად ამისა, 17 მაისს სამებაში დილიდან იკრიბებოდა ხალხი
5 / 10
მოძღვრები დედაქალაქის ქუჩების კურთხევისათვის ემზადებიან
6 / 10
ამისათვის ისინი პიკაპის ტიპის ავტომობილებს იყენებენ
7 / 10
ქალაქის თითოეულ რაიონში მიემართება მღვდლების ჯგუფი
8 / 10
ისინი სამების ტაძრის ტერიტორიიდან იწყებენ მსვლელობას
9 / 10
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე 2013 წლის 17 მაისის შემდეგ აღინიშნება, როდესაც დედაქალაქში შეტაკებები მოხდა ლგბტ თემის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის
10 / 10
წელს 17 მაისი თბილისში მშვიდობიანი იყო და ინციდენტების გარეშე დასრულდა. ქართულმა ეკლესიამ ქალაქის ქუჩები და მისი მკვიდრები აკურთხა