მსოფლიო დღეს

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით კიდევ 90 რაკეტა გაუშვეს

ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 61 – ბავშვი.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ერთ ღამეში დაახლოებით 90 რაკეტა გაუშვეს, მათგან 20 თავად ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, იუწყება РИА Новости ისრაელის არმიის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

რუსეთის საგარეო უწყება მოსკოვში ისრაელელთა და პალესტინელთა შეხვედრას ამზადებს

„07:00 საათის მდგომარეობით: გუშინ, 19:00 საათიდან დაწყებული, ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე დაახლოებით 90 რაკეტის გაშვება დაფიქსირდა, მათგან 20 ღაზის სექტორში ჩამოვარდა“, – ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ესკალაციის დაწყებიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3.350 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც დაახლოებით 500 სექტორის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა. მხარეთა მონაცემებით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 61 – ბავშვი.

ღაზის სექტორი პალესტინის ნაწილია, რომლის ტერიტორიის დაყოფას არაბთა და ისრაელელთა მრავალწლიანი კონფლიქტის მონაწილეები აპროტესტებენ. გაეროს გენასამბლეამ 1947 წელს პალესტინის გაყოფის გეგმა შეიმუშავა, რომელიც არაბულმა მხარემ დღემდე არ ცნო. 2007 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ ღაზის სექტორს ისლამური ორგანიზაცია „ჰამასი“ მართავს.