მსოფლიო დღეს

ისრაელის ერთ-ერთ სინაგოგაში ტრიბუნა ჩამოინგრა: დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი

ტრაგედია 16 მაისს შავუოთის დღესასწაულის აღნიშვნისას მოხდა. მშენებარე სინაგოგაში 600-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ისრაელის ქალაქ გივატ–ზეევში სინაგოგის ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, 219 დაშავებულიდან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

სააგენტოს ცნობით, რელიგიური რიტუალი ჯერ კიდევ მშენებარე სინაგოგაში მიმდინარეობდა. ჩამონგრევის მიზეზი ტრიბუნაზე დიდი რაოდენობით ხალხის შეკრება გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ საფრთხის შესახებ მორწმუნეები წინასწარ გააფრთხილა, თუმცა ისინი სინაგოგაში მაინც შეიკრიბნენ.