ვაქცინირებული თანამშრომლები: საქართველოში კომპანიებისთვის შეღავათებს ამზადებენ

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. მთავრობის მიზანია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% აცრილი იყოს.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შეღავათების პაკეტის განხილვა დაიწყო იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ვაქცინირებული თანამშრომლები ჰყავთ, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარეობს. ვაქცინირებული პირებისთვის „მწვანე პასპორტები“ იქმნება, რომელიც მათ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების პირობებში გარკვეული შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

„საბჭო განიხილავს, რა შეღავათები შეიძლება დაწესდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თანამშრომელთა სრულ ვაქცინაციას განახორციელებენ და ამ გზით დაიცავენ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს“, – განუცხადა ფერაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, განსახილველ შეთავათებს შორისაა ღამის საათებში გადაადგილების, უქმეებზე მუშაობისა და კომპანიის „მწვანე ზონად“ გამოცხადების შესაძლებლობა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

„შემდეგ ეტაპზე ჩვენ ამ ადამიანების, ასევე ბაზრობების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების პერსონალის ვაქცინაციას გავააქტიურებთ. ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დაახლოებით 80 ათასმა ადამიანმა გაიკეთა, მათგან სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 13 ათასზე მეტი.