მსოფლიო დღეს

საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

ბერძნული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაკავებული პირი ხუთი ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელია.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საბერძნეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და არაერთ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მასმედია ავრცელებს. 

საბერძნეთის ციხეში „დათო კუტაისკი“ გარდაიცვალა

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 36 წლის მამაკაცი ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტით ცდილობდა. იგი თურქეთთან საზღვარზე დააკავეს.

საბერძნეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი თამარ შანავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე დღის წინ ათენის განაპირა უბანში, გლიკა ნერაში ახალგაზრდა წყვილი დააყაჩაღეს. 20 წლის ახალნამშობიარები ქალი თავდამსხმელებმა მეუღლის და ჩვილის თვალწინ გაგუდეს.

მისი ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ერთი ოჯახის წევრები არიან. დედამ შვილებს ქურდობა ასწავლა, რომელთაც ნაქურდალი მასთან, ნაქირავებ ბინაში მიჰქონდათ.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, დაკავებული მამაკაცი ხუთი ქართველისგან შემდგარი ჯგუფის „ხელმძღვანელია", ისინი ბოლო თვეების განმავლობაში ძარცვავდნენ ატიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სახლებს. მათ 7 მარტს საბერძნეთში ერთ-ერთი ძარცვისას მოხუცი წყვილი გაკოჭეს და სცემეს.