რუსეთის საგარეო უწყება მოსკოვში ისრაელელთა და პალესტინელთა შეხვედრას ამზადებს

მოსკოვი მუშაობს ასევე პალესტინელთა შორის განხეთქილების დაძლევის საკითხზე, რაც პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის დარეგულირების პროცესის განუყოფელი ნაწილია.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. რუსეთი მოსკოვში ისრაელელთა და პალესტინელთა შეხვედრას ამზადებს და კონფლიქტის მხარეებთან კონტაქტებს ამყარებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე სარაკეტო შეტევის მომენტი ვიდეოზე მოხვდა

10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე მასშტაბური ესკალაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 220 ადამიანია დაღუპული, აქედან 58 – ბავშვი.

„ასეთი სამუშაო მიმდინარეობს მხარეებთანაც, ასევე „კვარტეტის“ წევრებთან (რუსეთი, აშშ, გაერო, ევროკავშირი - რედ.). მოსკოვში კონტაქტის ორგანიზების წინადადება ძალაშია“, - ციტირებს ზახაროვას РИА Новости.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მუშაობს ასევე სხვა მხარეებთან პალესტინელთა შორის განხეთქილების დაძლევის საკითხზე, რაც პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის დარეგულირების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

ისრაელის და ღაზის სექტორის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის და აშშ-ის მხრიდან განცხადების მიღების ბლოკირების კომენტირებისას ზახაროვამ აღნიშნა, რომ გამართულმა განხილვებმა ცხადყო, რომ არსებობს „ერთიანი თვალსაზრისი კონფლიქტის მწვავე ფაზის გადაუდებელი შეწყვეტის აუცილებლობაზე“.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში ისევ განხორციელდა

გასულ კვირაში გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სამი სხდომა, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებს მიეძღვნა. ჯერჯერობით უშიშროების საბჭომ გამართული შეხვედრების შედეგების მიხედვით რაიმე განცხადების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. როგორც РИА Новости-ს უშიშროების საბჭოში არსებულმა წყარომ უამბო, აშშ იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც განცხადების მიღება დაბლოკა.