მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი ნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი ახლახან შეუღლდნენ. გოჩამ ნუკა პირველად ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ შენიშნა და მან ის დანახვისთანავე მაგნიტივით მიიზიდა. თუმცა კარგა ხნის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონიათ - უბრალოდ, სოციალურ ქსელში ერთმანეთი მეგობრების სიაში ჰყავდათ, სანამ გოჩამ გამბედაობა არ მოიკრიბა და ნუკას მესიჯი არ მისწერა. რეალურ ცხოვრებაში შეხვედრისთანავე, აეროპორტში მან ნუკას ხელი სთხოვა.
ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ნუკა ამბობს, რომ ქორწინებას გეგმავდნენ, თუმცა არ ელოდა, რომ ხელს გერმანიიდან ჩამოსვლისთანავე სთხოვდა. რაც შეეხება შვილებთან ურთიერთობას, მომღერალი ამბობს, რომ მისი ვაჟები გოჩას საქართველოში ჩამოსვლამდე ვიდეოზარით საუბრისას „მამას“ ეძახდნენ.
„დღემდე ისეთი ურთიერთობა აქვთ, რომ ბავშვები მე აღარ მკოცნიან და მეფერებიან იმდენს, რამდენსაც მას. რაღაც ეს არ მომწონს: მე ხომ ეგოისტი დედისერთა ვარ, არა? ვხუმრობ, რა თქმა უნდა“, – ამბობს მომღერალი.
ნუკა ამბობს, რომ მასთა ურთიერთობამდე მის მეუღლეს სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია და მის ახლობლებს დღემდე უკვირთ, რომ ცოლად მოიყვანა. „ჩემთვის ყველაზე სერიოზული ეს ურთიერთობაა: მივხვდი, რომ თურმე წინათ არასოდეს მყვარებია. როცა მეგონა, მიყვარდა, თურმე ამ გრძნობასთან შედარებით, რასაც ახლა განვიცდი, ის ყველაფერი უბრალოდ ცხოვრებისეული გამოცდები, სწავლებები იყო, რა“, – ამბობს ნუკა.
ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ორიგინალური გარეგნობით კონკურსზეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ანიმაციის ულამაზეს გმირს დაემსგავსა. ნუკა გვალიას სახელითა და გვარით სცენაზე 2013 წელს გამოჩნდა. „რუსთავი 2“-ის რეიტინგულ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მის პირველ შესრულებას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.
გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ პერიოდში ნუკა შეყვარებული იყო. მისი რჩეული ნიკუშა კობახიძე თინეიჯერობისას გაიცნო. თანატოლებს შორის წყვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ურთიერთობამ კონკურსის და ნუკას პოპულარობის შემდეგ გარდატეხა განიცადა. ნუკას და ნიკას თანაცხოვრებიდან ორი ვაჟი გაუჩნდათ – ლუკა და სანი.
ტაბლოიდებთან ნუკა აღნიშნავს, რომ არც ერთი ფსიქოლოგი ან ანტიდეპრესანტი არ შველის ისე, როგორც გარეგნობაში ცვლილება. ვარდისფერ თმას ლურჯი ცვლის, ლურჯს მწვანე ენაცვლება, მწვანეს – ქერა, ქერას – შავი და ასე დაუსრულებლად, პირსინგებისა და ტატუების მომრავლებით.
ორიგინალური და ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე მომღერალი ანიმაციებითაა გატაცებული. მის სოციალურ ქსელში მითოლოგიური გმირები ჭარბობენ, რომლებსაც ცდილობს დაემსგავსოს. გარდა ამისა, უყვარს სიგამხდრე და მაქსიმალურად ცდილობს წონა შეინარჩუნოს.