დღეიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, მიკროავტობუსები და თბილისის მეტრო) მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდა>>

დღეს ცნობილი გახდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება – რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდა და დღეიდან 23:00 საათიდან (ნაცვლად 21:00 საათისა) 05:00 საათამდე იმოქმედებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის ხანგრძლივობა ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებიდან გამომდინარე გაიზარდა.

კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს ღია სივრცეში მიიღებენ

რაც შეეხება საბაგირო გზებს, უწყების ცნობით, კუს ტბისა და რიყე–ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები–უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რაც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას გულისხმობს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ასევე გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება.