ყვითელი ამბები

„მე და შენ, უკვე 28 წელია“ – მაია ასათიანმა რომანტიკული ფოტო გაასაჯაროვა

ცნობილი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. ვის შეადარა საკუთარი თავი ტელესახემ და 28 წელია ვინ არის მისი გამორჩეული მესაიდუმლე?
Sputnik

ცნობილი ტელეწამყვნანი მაია ასათიანი წლებია დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის ბრენდის მომხმარებელია. ამის შესახებ ასათიანმა ვიდეოში განაცხადა, რომელსაც მაია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ აქვეყნებს. ასათიანი აღნიშნავს, რომ უკვე 25 წელიწადია, რაც ავთანდილთან იმოსება, ქმარსაც დაშორდა, ახალი ცხოვრებაც დაიწყო, მაგრამ ავთანდილი ის ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც ვერ შეელია. მან უახლესი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „მე და შენ, აგერ უკვე 28 წელია“. ცქვიტინიძისა და ასათიანის მეგობრობა წლებთან ერთად სულ უფრო მყარდება. ახლა უკვე წამყვანი ჟურნალისტისა და დიზაინერის ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო. „რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.

მაია ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც გულწრფელი იყო. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მაია ასა­თი­ა­ნი 3 მა­ისს 44 წლის გახ­და. რო­გორც ასა­თი­ა­ნის „ინ­სტაგ­რა­მის“ გვერ­დი­დან ვი­გებთ, მან და­ბა­დე­ბის დღე მშვიდ გა­რე­მო­ში, საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა, ხოლო ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს, ჯერ­ჯე­რო­ბით ასა­თი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის ვი­ნა­ო­ბას უმა­ლავს და ამ­ჯო­ბი­ნებს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ჰქონ­დეს. მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ მხო­ლოდ ისეთ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სახე არ ჩანს.