10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ისრაელსა და პალესტინას შორის ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა დაიწყო. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა. ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 58 – ბავშვი.