კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 968-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 330.375-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 968 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 527 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 75, აჭარა - 71, ქვემო ქართლი - 58, კახეთი - 49, შიდა ქართლი - 28, გურია - 27, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
სრული გახსნა: მონტენეგრო ტურისტების მისაღებად ემზადება

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 903 პირი, ხოლო  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 308.821-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 16 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.442-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 17.086 აქტიური შემთხვევაა,  კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.331 პაციენტი,  მათ შორის, თბილისში - 2.378, აჭარაში - 518, იმერეთში - 537.

912 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია  214 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 6, იმერეთში - 13.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 668 ადამიანი, მათ შორის 368 - თბილისში, 267- აჭარაში.

12.087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

დღევანდელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17.233 პირი, აჭარაში - 1.599, იმერეთში - 1.719.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 968-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 330.375-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.