ტოჩინოშინის წაგებათა სერია გრძელდება - ქართველი ბაშოზე მეხუთედ დამარცხდა

ქართველი სუმოისტი სუპერტურნირის მეშვიდე დღეს მე-8 მაეგაშირა ენდოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ლევანის მორიგი მეტოქე ჩიოშიმა იქნება.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე კიდევ ერთხელ დამარცხდა.

ტოჩინოშინი, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე მე-7 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ნაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს მე-8 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა. ენდომ ბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო და ქართველის ბალანსის კიდევ უფრო გააუარესა.

ლევან გორგაძის ანგარიშზე მიმდინარე ბაშოზე ორი გამარჯვება და ხუთი მარცხია. ქართველი სუმოისტის მორიგი მეტოქე მერვე საჭიდაო დღეს პირველი მაეგაშირა ჩიოშომა იქნება, რომელსაც ოთხი მოგება და სამი მარცხი აქვს.