ყვითელი ამბები

„8 ნაკერით თავზე და დაჟეჟილობებით გამოვძვერით...“ - რა შეემთხვა გია ბაღაშვილის შვილს?

გია ბაღაშვილის მეუღლე, მსახიობი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს. ნახეთ რა შეემთხვა მის 9 წლის გოგონას
Sputnik

მსახიობების თაკო ტაბატაძის და გია ბაღაშვილის 4 შვილის მშობლები არიან. მათ 9 წლის ქალიშვილს ლიზას სქროლზე ამხედრებული ახალგაზრდა დაეჯახა და ბავშვს მსუბუქი დაზიანებები აქვს.

თაკო ამბავს სოციალურ ქსელში ავრცელებს ბავშვის ფოტოსთან ერთად. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გოგონა სკოლასთან ტროტუარზე იდგა. 

აღშფოთებული მეგობრები თაკოს კომენტარებში ამხნევებენ: „სერიოზული პრობლემაა ეგ და აუცილებლად არის დასარეგულირებელი… სკუტერებისთვისაც და ველოსიპედებისთვისაც. ერთიც და მეორეც ძალიან კარგია, მაგრამ ქვეითების გზებზე არ უნდა მოძრაობდნენ, უკონტროლოდ“, „ვაიმე, თაკო… ეს რა დღეშია ბავშვი…. უფლის წყალობით ჯანმრთელად გყავდეს. ეგებ ცოტა გაანძრიონ ჩლუნგი ტვინები”, „მთავარია კარგადაა და სერიოზული არაფერია. სრული განუკითხაობაა”, „მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ… მეც ძალიან ბევრ ცუდ სიტუაციას შევსწრებივარ იგივე პრობლემის გამო…უკვე აბსურდში გადადის მთლიანად ეს ყველაფერი”.

თაკომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და კრიტიკოსებსაც უპასუხა. „ძალიან დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ლიზა უკეთაა, 8 ნაკერით თავზე და დაჟეჟილობებით გამოვძვერით. რაც შეეხება მათ, ვისგანაც ასეთი შეფასება მოვისმინე ჩემს მოთხოვნახე რომ ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვეს: `სირცხვილია თავი დაანებე ახალგაზრდები იქნებოდნენ, ვის არ მოსვლია, ბოდიში თუ მოიხადეს არაუშავს~ – სანამ ასეთი ჩამყაყებული მენტალობით გავაგრძელებთ მსგავსი ფაქტების შეფასებას ამ ქაოსს, რაც ხდება გარშემო არასოდეს ეშველება“, -წერს ტაბატაძე.