თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.788 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 868 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 162, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, აჭარა - 92, კახეთი - 77, ქვემო ქართლი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 54, შიდა ქართლი - 51, გურია - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 15.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 307.918-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 29 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.426-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 17.037 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.258 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.367, იმერეთში - 528, აჭარაში - 469.
912 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 207 პირი, მათგან თბილისში - 140, იმერეთში - 13, აჭარაში - 4. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 729 ადამიანი, მათ შორის 365 - თბილისში, 332- აჭარაში. 12.050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 58, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26.274 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18.711 პირი, აჭარაში - 1.732, იმერეთში - 1.401.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.576-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 329.407-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.