„ჰამასმა“ ისრაელთან დაზავების პირობები დაასახელა

„ჰამასის“ მეთაურის განცხადებით, მან შეატყობინა შუამავლებს, რომ მშვიდობის დამყარებისთვის მთავარი პირობაა ცეცხლის შეწყვეტა
Sputnik

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. მოძრაობა „ჰამასმა“ შეატყობინა ისრაელთან მოლაპარაკებაში შუამავლებს, რომ დეესკალაციისთვის უმთავრესი მოთხოვნაა ცეცხლის შეწყვეტა, განაცხადა მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა პალესტინის ფარგლებს გარეთ ჰალედ მაშალმა. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„თურქეთი, კატარი და ეგვიპტე ახორციელებენ ძალისხმევას ღაზის სექტორსა და იერუსალიმში დეესკალაციისა და ისრაელის მხრიდან შეტევების შეწყვეტის მიზნით“, - განუცხადა მაშალმა თურქეთის ტელეარხ TRT Arabic-ს.

„ჰამასის“ მოთხოვნები ითვალისწინებს ისრაელის ძალების გაყვანას ალ-აქსას მეჩეთიდან, მასში მლოცველების თავისუფალ შესვლას, შეიჰ-ჯარაჰის რაიონის მოსახლეობის გასახლების შეწყვეტას და ბოლოდროინდელი ესკალაციისას ყველა დაკავებულის გათავისუფლებას.

გაეროს გენმდივანი ისრაელსა და ღაზის სექტორს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„ჩვენ შევატყობინეთ შუამავლებს, რომ პირველი მოთხოვნაა აგრესიის დასრულება“, - განაცხადა მაშალმა.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის, მაღალი რანგის საველე მეთაურები.

თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა შვიდი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.