ბერლინში ქართველი მხატვრების მონაწილეობით არტ-ფესტივალი გაიმართა

ნამუშევრები, რომლებიც ამ დღეს პროექტის მონაწილეებმა შექმნეს, შევლენ ილუსტრირებულ წიგნში, რომელიც მუზეუმ „ერმიტაჟის“ და UNESCO-ს კულტურის განყოფილების ხელშეწყობით დაიბეჭდება.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. III საერთაშორისო არტ-ფესტივალი „გაზაფხულის ოცნებები“ („Весенние грезы“) დასრულდა ბერლინში შემოქმედებითი მასტერ-კლასით, რომლის ფარგლებში ბავშვები და ახალგაზრდები საქართველოდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ონლაინ-ფორმატში ხატავდნენ მსოფლიოს.

ფესტივალის მიზანია - სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერი არტისტების, მწერლების, პოეტების, მთარგმნელების, მხატვრების და მუსიკოსების გაერთიანება და შემოქმედებითი კავშირების გაძლიერება.

საქართველო მექსიკაში საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს

საქართველოს წარმოადგენენ ახალგაზრდა მხატვრები თბილისიდან, რუსთავიდან, ბორჯომიდან და ბაღდათიდან.

„ჩვენი ფესტივალის დახურვა დაემთხვა შემოქმედებით პროექტს „მასტერ-კლასი“, რომელიც 10 წლის წინ სანქტ-პეტერბურგში გაჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია პროექტმა შეიძინა საერთაშორისო სტატუსი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალად იქცა და იმართებოდა ბერლინში, ფესტივალ „მეგობრობის ხიდების“ ფარგლებში“, - განუცხადა Sputnik-საქართველოს არტ-ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა სანდრა ვერელმა.

მისი თქმით, პროექტს „ბავშვები ხატავენ მსოფლიოს“ შეუერთდნენ საგაზაფხულო არტ-ფესტივალის ნორჩი მხატვრები საქართველოდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ისლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისლანდიიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან, ლატვიიდან და სერბეთიდან.

ნამუშევრები, რომლებიც ამ დღეს პროექტის მონაწილეებმა შექმნეს, შევლენ ილუსტრირებულ წიგნში, რომელიც მუზეუმ „ერმიტაჟის“ და UNESCO-ს კულტურის განყოფილების ხელშეწყობით დაიბეჭდება, ასევე გამოიფინება სანქტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქველმოქმედო „ჩრდილოეთის მეჯლისის“ დროს.