ყაზახეთის მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილი: კიდევ ერთი ბრალდებული

ადგილობრივი მასმედიის  ვერსიით, ეჭვმიტანილი დაღუპულის ნათესავია და მან ქვეყანა ქალის გარდაცვალების შემდეგ დატოვა
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიტპაევას დაღუპვის საქმეზე კიდევ ერთ ადამიანს – ასევე ყაზახეთის მოქალაქე მურატ მ–ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

ძალადობის მსხვერპლი ორჯერ: ყაზახეთის მოქალაქის თბილისში დაღუპვის საზარელი დეტალები>>

ყაზახეთის მოქალაქე გარდაცვლილი 5 მაისს თბილისში იპოვეს. მეორე დღეს პოლიციამ ზუგდიდელი ბესიკ თორდუა დააკავა 26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.

„დაქორწინება სურდათ“ – ყაზახი გოგონას გარდაცვალების საქმეში ახალი ვერსია გაჩნდა

ახლა გამოძიებამ გამოარკვია, რომ ჯერ კიდევ 28–29 აპრილს ასელ აიტპაევა ძალადობის მსხვერპლი გახდა მურატ მ–ს მხრიდან. გამოძიების მონაცემებით, ის სცემდა ქალს და ორჯერ გააუპატიურა ის.

ყაზახეთის მოქალაქეს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს პროკურატურა არ ასაჯაროებს დეტალებს, მაგრამ ქართულ მასმედიაში გამოარკვიეს, რომ რაზახეთის მოქალაქე ასელის ნათესავია და ავტოფირმის დირექტორია, რომელშიც ქალი მუშაობდა. მურატმა საქართველო ქალის დაღუპვის შემდეგ მალევე დატოვა.

საქმის გამოძიება გრძელდება.