თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ისრაელსა და ღაზის სექტორში სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაცია და საომარი მოქმედებების შეწყვეტა – ასეთია გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მოწოდება.
„რამაზან–ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი დეესკალაციისა და ისრაელსა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ. საკმაოდ ბევრი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე უკვე დაიღუპა. ამ კონფლიქტს შეუძლია მხოლოდ გააძლიეროს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი მთელ რეგიონში“, – დაწერა გუტერეშმა Twitter-ზე.
ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.
ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის, მაღალი რანგის საველე მეთაურები.
თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა ექვსი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.