მუსიკალური ჯილდო BRIT Awards დიდ ბრიტანეთში წელს ყველაზე მასობრივი მსგავსი ღონისძიება იყო.
სოციალური ექსპერიმენტის სახით 20-ათასიან სტადიონზე 4 ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც წინასწარ გასინჯეს კორონავირუსზე. მათთვის პირბადის ტარება აუცილებელი არ იყო, თუმცა ცერემონიის შემდეგ მონაწილეებს განმეორებით ჩაუტარდათ კოვიდ-ტესტირება.