ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 15 მაისს

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს გაზაფხულის მზიანი ამინდი ელოდებათ, დღისით ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 15 მაისს მზიან ამინდს პროგნოზირებენ. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

მზე 05:41 საათზე ამოვა და 20:13 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 15–16 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი 27–28 გრადუსია მოსალოდნელი.