ავიაკომპანია Gulf Air საქართველოსა და ბაჰრეინს შორის რეგულარულ ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 60-მდე საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებს, ნათქვამია თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ავიარეისები 1 ივნისიდან კვირაში ოთხი სიხშირით განხორციელდება.

„ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

Gulf Air-მა თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 2017 წელს დაიწყო. ავიაკომპანია მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო. მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

საჰაერო გზით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლია.