საქართველოს რაგბის ნაკრები მატჩს თელავში გამართავს – მოწინააღმდეგის ვინაობა უცნობია

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში დასკვნით მატჩს საქართველოს რაგბის ნაკრები ბელგია–ნიდერლანდს შორის გამარჯვებულთან გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მოწინააღმდეგე 29 მაისს გამოვლინდება.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში მიმდინარე სეზონის დასკვნით მატჩს საქართველოს რაგბის ნაკრები თელავში 26 ივნისს გამართავს, ნათქვამია გამოცემა knews.ge-ს ინფორმაციაში. 

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს დამაჯერებლად მოუგო

„ჩვენ საქართველოს რაგბის კავშირს შევთავაზეთ წლევანდელი ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის თელავში გამართვა. იდეა მოეწონათ და ჩვენ მზადება დავიწყეთ. ახლა მოედნის მოწესრიგება მიმდინარეობს. ასევე ჩვენ ვგეგმავთ გულშემატკივრებისთვის სხვადასხვა ღონისძიების გამართვას“, – განაცხადა სარაგბო კლუბ „თელავის“ ხელმძღვანელმა თენგიზ ცისკარიშვილმა.

ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სარაგბო სტადიონი „კავკასიონი რაგბი არენა” 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 7,8 მილიონი ლარი დაჯდა. სტადიონი 2.244 ადამიანზეა გათვლილი.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დასკვნით მატჩს საქართველოს რაგბის ნაკრები ბელგიასა და ნიდერლანდს შორის გამარჯვებულთან გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მოწინააღმდეგე 29 მაისს გამოვლინდება.

მიმდინარე სეზონში საქართველო ტურნირის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა – ნაკრებმა ოთხივე მატჩი მოიგო, 18 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მიუწვდომელი გახდა.