მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვისთვის აუქციონი გამოცხადდება

კახა კალაძემ დაინტერესებულ ბიზნეს-სუბიექტებს პროცესში ჩართვისა და მერიისთვის საკუთარი წინადადებების გაზიარებისკენ მოუწოდა.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად აუქციონი უახლოეს დროში გამოცხადდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ მეწყრულ ზონაში ეფექტიან სამუშაოებს ახორციელებს

მიმდინარე წელს 12-წლიანი ვადა ეწურება კომპანიას, რომელმაც გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვა 2009 წელს მოიპოვა.

„წელს კონტრაქტის ვადა იწურება და ჩვენ ახალი აუქციონის გამოსაცხადებლად მუშაობას ვიწყებთ. გუნდი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელია მუნიციპალიტეტისთვის“, – განაცხადა მერმა.

კალაძემ დაინტერესებულ ბიზნეს-სუბიექტებს პროცესში ჩართვისა და მერიისთვის საკუთარი წინადადებების გაზიარებისკენ მოუწოდა.

თბილისის მერის განცხადებით, აუქციონი მუნიციპალიტეტისთვის ერთიანი თანხის წინასწარ გადახდის პირობით ჩატარდება.