გაიკეთეთ აცრა!

COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე რეგისტრაცია ახლა ტელეფონის საშუალებითაცაა შესაძლებელი. მოქალაქეების სარეგისტრაციოდ ამუშავდა ცხელი ხაზი 15 22
Sputnik

 

ვაქცინაცია რამდენიმე პრეპარატით მიმდინარეობს AstraZeneca, Pfizer და ჩინური Sinopharm. მათ შორის ყველაზე პოპულარული მოსახლეობაში Pfizer არის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 67 136-მა ადამიანმა გაიკეთა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 1 409 ახალი პაციენტი დარეგისტრირდა, მათ შორის 744 თბილისში.

ამ მომენტისათვის საქართველოში 16 341 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 231 სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს, 772 ადამიანი იმყოფება კოვიდ-სასტუმროებში, 11 338 ადამიანი მკურნალობის კურსს სახლში გადის. 872 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 192 შეერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.