ყვითელი ამბები

„ახლა თქვენი ჯერია...“ – ეკო ფანგანი აიცრა

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ჩინური ვაქცინით აიცრა და „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ვაქცინაციის პროცესის ამსხაველ ფოტოსთან ერთად ვრცელი სტატუსიც შესთავაზა ამ თემაზე.

ტელეწამყვანი საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციებს დაუჯერონ ვაქცინასთან დაკავშირებით და პროფესიონალ ექიმებს, რადგან ვაქცინები არის უსაფრთხო და ამ პანდემიისგან ხსნის ერთადერთი გზა.

„თუ ვინმეს ცოტა მაინც გული გეთანაღრებათ, იცოდეთ, რომ აუცილებელია ყველა ავიცრათ, რაც გვიხსნის და გადაგვარჩენს ჩვენც და ჩვენს ახლობლებსაც, რაც დაგვაბრუნებს ნორმალურ ყოფაში! მე, ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები, მათი მშობლები და ა.შ. ყველა უკვე აცრილია. ახლა თქვენი ჯერია“, – წერს ეკო ფანგანი.