ყვითელი ამბები

„დღეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა“ – რამ გაახარა ანი გიუნტერი?

ბოლო დროს ტელეწამყვანმა წონაში მკვეთრად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ანი განსაკუთრებით მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბრწყინავს.
Sputnik

„რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის „დილა მშვიდობისა, საქართველო“ წამყვანი ანი გიუნტერი ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ჩაცმულობებითა და ვარცხნილობით გვევლინება. ახლახან მან გამოაქვეყნა ორი ფოტო, სადაც საკუთარი გრძელი ფეხები გამოაჩინა. ტელეწამყვანს აცვია ღია ფერის კაბა, რომელსაც გვერდი საკმაოდ ღრმად აქვს შეჭრილი.

ანი გიუნტერი წერს: „ასე დაიწყო დილა, დღე კი გაცილებით ადრე… ეს ორმაგი ცისარტყელა კადრში ჩემი ბედნიერების გამოსხივებაა თუ ბუნების საჩუქარი, არ ვიცი. ვიცი, რომ დღეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. მადლობა სამყაროს და თქვენ!“

ანი გიუნტერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში წლებია მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება. როგორც ცოტა ხნის წინ ანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დიეტაზე არაა, თუმცა როგორც გამოიყურება, არის ვიტამინების კოქტეილის, სწორი კვების, ნაკლები სტრესის და ბევრი პოზიტივის შედეგი.

„ახლა საკმაოდ ბევრი კილოგრამი მაქვს მომატებული. კონკრეტულად არც ვიცი, რამდენი, მაგრამ დიდად არ განვიცდი. დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ თავს ვიკავებ გარკვეული საკვების მიღებისგან. ზედმეტი კილოგრამები ჩემთვის ტრაგედია არ არის“, – ამბობდა ანი.

ოთხი წლის წინ ტელეწამყვანი მეუღლეს კახა არაბიძეს დაშორდა, რომელმაც მალევე მოიყვანა ახალი ცოლი, რის გამოც ანი ინტერვიუებში ამბობდა, რომ დეპრესიაში იყო. ანი გიუნტერს და კახა არაბიძეს ორი შვილი – მაშიკო და ლაზარე ჰყავთ.