ყვითელი ამბები

„მე ვიმსახურებ საყვარელ კაცს...“ – ხატია სიჭინავას რჩევა საზოგადოებას

ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი ცხოვრებით ბედნიერი არ არის, ორი ჯადოსნური სიტყვის გამოყენება ასწავლა.
Sputnik

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რომელიც სპორტსმენ რამაზ ნოზაძესთან ერთად ოთხ შვილს ზრდის, ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს ვრცელ სტატუსს სამოტივაციოდ, თუ როგორ უნდა შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ტელეწამყვანის თქმით, ჯადოსნური სიტყვები არ არის „მადლობა“ და „გთხოვთ“, რომელიც ბავშვობაში გვასწავლეს, ეს სიტყვა არის „საკმარისი” და „ღირსი (en)”.

„მოდით დავიწყოთ „საკმარისიდან”. რატომ ვიტანჯებით ცხოვრებაში? მუდმივად რაღაც გვაკლია. შეეცადეთ უთხრათ საკუთარ თავს – „მე საკმარისი სიყვარული მაქვს!”. როგორ გრძნობ ამას? დარწმუნებული ვარ, სიხარულის გრძნობა იმატებს და ახლა უკვე სიხარულით მიდიხარ – „ფული მაქვს საკმარისი! ჯანმრთელობა მაქვს საკმარისი! საკმარისი სიყვარული მაქვს! საკმარისი ბედნიერება მაქვს! საკმარისი სიხარული მაქვს!”. როგორც კი რამე გაწუხებთ, დაუყოვნებლივ გახსოვდეთ ეს სიტყვა და გამოიყენეთ“, – წერს ტელეწამყვანი.

მისი თქმით, მეორე ჯადოსნური სიტყვა არის „ვიმსახურებ“, რომელიც მანამ უნდა იმეორო, სანამ არ დაიჯერებ.