იდუმალი არტეფაქტი: ორსული მუმიის საიდუმლო – ფოტო

Sputnik

პოლონეთის ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა ვარშავაში პირველი ორსული ქალის მუმია იპოვეს და აღწერეს.

აღმოჩენის უნიკალურობა ისაა, რომ მუმიფიცირებისას ნაყოფი სხეულში დატოვეს. ჩვეულებრივ, ეგვიპტეში მუმიფიკაციის დროს ადამიანებს შინაგან ორგანოებს აცლიდნენ. შესაძლო მიზეზებად განიხილავენ ორსულობის დამალვას და შენიღბვას.

მუმია ეგვიპტიდან ვარშავაში 1826 წელს გადაასვენეს. სარკოფაგზე წარწერა ადასტურებდა, რომ იქ განისვენებდა ქურუმი მამაკაცი. დეტალური კვლევის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა ქალი იყო.

მუმიის სკანირება ახალი ტომოგრაფით მოხდა, რომელიც სხვადასხვა ფილტრების საშუალებით ყველა შიდა დეტალის აღქმის საშუალებას იძლევა. არსებულ სურათებზე ეგვიპტოლოგებმა დედის ორგანიზმში ნაყოფი აღმოაჩინეს.

1 / 12
საუბარია მუმიაზე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ქურუმ გორ-ჯეხუთის სახელით იცნობდნენ
2 / 12
ის ჩვენს ერამდე I საუკუნით თარიღდება. 2016 წელს ექსპერტებმა პირველად ჩაუტარეს მუმიას კომპიუტერული სკანირება. შედეგი სენსაციური იყო - აღმოჩნდა, რომ მუმია სინამდვილეში ქალის იყო
3 / 12
მუმიის სკანირება მოხდა უახლესი ტომოგრაფით, რომელიც ყველა შიდა დეტალს ხედავს
4 / 12
უცნობი მიზეზით, მუმიფიკაციის დროს დედის სხეულიდან არ გამოიყვანეს ნაყოფი. ეს ერთადერთი ცნობილი მუმიაა, რომელსაც შინაგანი ორგანოები არ ამოაცალეს
5 / 12
ქალი მუმიები ზოგადად საკმაოდ იშვიათია. არ არის გასაკვირი, რომ ცხედარი სხვა სარკოფაგში აღმოჩნდა
6 / 12
სავარაუდოდ, ეს სიძველეებით მოვაჭრე ეგვიპტელების ბრალია
7 / 12
ნაყოფის თავის ქალის ზომის მიხედვით, ქალი 26-30 კვირის ორსლი იყო. თავად ქალი, მისი კბილების მდგომარეობის მიოხედვით, 20-დან 30 წლამდე ასაკის იყო
8 / 12
ძველეგვიპტელების წარმოდგენის თანახმად, გარდაცვლილის სხეულის შენახვა აუცილებელი იყო საიქიოში მოხვედრისათვის
9 / 12
მეცნიერებმა არ იციან ვინ იყო ეს ქალი და რატომ მოხდა მისი მუმიფიცირება ნაყოფთან ერთად. მას „იდუმალი ქალი“ ეწოდა
10 / 12
მუმიის რადიოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ეგვიპტის სამეფო სამარხებში აღმოაჩინეს
11 / 12
მეცნიერები მუმიის დაწვრილებით შესწავლას აპირებენ
12 / 12
ამ ეტაპზე სწავლულებს არ შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ მოხდა ქალის მუმიფიცირება ნაყოფთან ერთად