კახეთში ავტოავარიას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი“.

შემთხვევა სოფელ იყალთოში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.