ირაკლი კობახიძე: მელია თუ ერთადერთი კანდიდატი იქნება არჩევნებს დამაჯერებლად მოვიგებთ
© Sputnik
„მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, ამ შემთხვევაში დაახლოებით, პროპორციას ვგულისხმობ, 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს. ეს ნიშნავს დაახლოებით 65%-ს ჩვენთვის. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, იქ შეიძლება სხვანაირი პროცენტები დალაგდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს,“ - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატებით წარდგნენ.