ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სომხეთს ეწვევა

ღარიბაშვილის სომხეთში მომავალი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, როდესაც 15-16 აპრილს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილთან ერთად ერევანში მიემგზავრება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის თარიღი ცნობილი გახდა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან, რომლის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატში გაიმართება. პირისპირ შეხვედრას გამართავენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის დროს განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მთელი სპექტრი, მეტწილად ეკონომიკის სფეროში. მხარეები ასევე განიხილავენ რეგიონში შექმნილ ვითარებას და პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ღარიბაშვილი სომხეთს უკვე ორჯერ ესტუმრა: საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისას 2014 წელს და 2020 წელს - თავდაცვის მინისტრობისას. ორივე ვიზიტისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის ყველა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს.

პრემიერის სტატუსით 2019 წელს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა.