დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 მაისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik

დღეს 2021 წლის 12 მაისია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღეს გაზრდილია ენერგიულობა და მიზანმიმართულობა, მაგრამ, ამავდროულად, ნაკლებია რესურსების რაციონალური განაწილების განწყობა. ანუ დიდია ბევრი ენერგიის დახარჯვის რისკი რომელიმე ერთი მიზნის განსახორციელებლად იმ დროს, როცა, სხვა საქმეებზე ძალები შეიძლება აღარც დარჩეს. ამიტომ საჭიროა დაფიქრება, ღირს თუ არა ამ მიზნის მიღწევა უკანასკნელი ძალის დახარჯვის ფასად.

ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

ვერძი: დღეს ვარსკვლავების მხარდაჭერა ფულთან დაკავშირებულ საქმეებში გექნებათ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მოაგვაროთ ფინანსების მართვის საკითხები და შეავსოთ ბიუჯეტი. ასე რომ, თუ გაქვთ გეგმა, როგორ გაზარდოთ შემოსავლები, დროა, ამ გეგმის განხორციელება დაიწყოთ. ნებისმიერი ნაბიჯი – ხელფასის მომატებაზე ხელმძღვანელობასთან დალაპარაკება, ახალი პროექტის დაწყება თუ ფულის ინვესტირება – წარმატებით დასრულდება.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები

კურო: დღეს ვარსკვლავები ჯანსაღი ამბიციებით, ინციატივითა და ენერგიით გაჯილდოებენ. ჩრდილში არ უნდა დარჩეთ, არამედ წამყვანი ძალა უნდა გახდეთ გუნდში და გარშემომყოფებს ამასთან შეგუება მოუწევთ. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, მხარს დაგიჭერენ. თუ მარტო მოქმედებას გადაწყვეტთ, ამ შემთხვევაშიც გაგიმართლებთ და გამარჯვების დიდი შანსი მოგეცემათ. ასე რომ, გაითვალისწინეთ – შესანიშნავი დღეა მოქმედებისთვის.

ტყუპი: დღეს მოულოდნელად, რომ იტყვიან, ცარიელ ადგილზე სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზი გელოდებათ. არაა გამორიცხული, მაგალითად გზაზე ფული იპოვოთ, ან დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ, თაყვანისმცემელმა საჩუქარი გაგიკეთოთ... უამრავი ვარიანტი შეიძლება იყოს და ბედის ნებისმიერი საჩუქრისთვის მზად უნდა იყოთ და რა თქმა უნდა – ყურადღებით, რომ არსად არაფერი გამოგეპაროთ.

კირჩხიბი: დღეს თავი უნდა გააკონტროლოთ, რომ ფულის ხარჯვის ცდუნებას გაუძლოთ. ეს თანხის ქარისთვის გატანების ტოლფასი იქნება. ხომ გაგიგიათ გამოთქმა „ეშმაკი შეუჩნდაო“, ასე იქნებით თქვენც, იმდენად გინდათ რაღაც უაზრო ნივთის ყიდვა ან დიდი თანხის ე.წ. საიმედო საქმეში ჩადება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ – არ აჰყვეთ ამ იმპულსს. თუნდა დაფიქრდეთ და გამოიტანოთ დასკვნა, რომ ეს ნივთი აუცილებლად გჭირდებათ, მაინც გადადეთ მისი ყიდვა სხვა დროისთვის.

ყველაზე ძლიერი პიროვნებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: საქმე, რომელსაც ბევრი დრო და ძალა დაახარჯეთ, დღეს, ბოლოს და ბოლოს, სასიამოვნო ნაყოფს გამოიღებს. ეს შეიძლება იყოს ფინანსური მოგება, პრემია, მორალური ანაზღაურება, თქვენი დამსახურების აღიარება ან, უბრალოდ, სასიამოვნო სიურპრიზი. ამასთან, წარმატება კი არ მოგადუნებთ, არამედ ახალ ბიძგს მოქცემთ მოქმედებებისთვის, აქტიურობისთვის.

ქალწული: დღეს საოცარ უნარს გამოავლენთ როგორც გაცნობის, ისე ნაცნობობის „გაუქმების“ მხრივ. უსაზღვრო ენერგია გაგაჩნიათ, რომ გააბათ ახალი კავშირები – როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი. რაც შეეხება ძველ ნაცნობებს, აქ საქმე პირიქით იქნება – რისკავთ, რომ გაიფუჭოთ ურთიერთობები საუკეთესო მეგობართანაც კი. ეს რომ არ მოხდეს, ენა გააკონტროლეთ და თავი შეიკავეთ ისეთი გამონათქვამებისგან, რომელსაც ახლობელი ადამიანის წყენინება შეუძლია.

სასწორი: თქვენში მოულოდნელად ეჭვიანობამ შეიძლება გაიღვიძოს. ამასთან, აუცილებელი არაა, ეს გრძნობა საყვარელ ადამიანზე იყოს მიმართული და ამისთვის საფუძველი გქონდეთ. თქვენი აუხსნელი ეჭვიანობის ობიექტი ნებისმიერი შეიძლება გახდეს – მეგობარი, ნათესავი, კოლეგა... ასტროლოგები გირჩევენ, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ურთიერთობების გამორკვევა – ეს არაფერ კარგს არ მოიტანს, პირიქით, სულ მალე ასეთი საქციელი სანანებელი გაგიხდებათ.

ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: არ არის გამორიცხული, რომ დღეს ვინმესთან გაჯიბრების სურვილი გაგიჩნდეთ. ჯანსაღი აზარტი დიდ ენერგიას მოგცემთ, მთავარია, გარშემომყოფებმა გააცნობიერონ, რომ არავიზე ნაკლები არ ხართ. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ იმპულსს, მას თქვენს ცხოვრებაში თამაშის ელემენტის შემოტანა შეუძლია. მთავარია, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ და შეჯიბრება თქვენი უპირატესობის დამტკიცების ბრძოლაში არ გადაიზარდოს.

მშვილდოსანი: დღეს იმის გაკეთების ძალაც შეგწევთ, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ ვერც კი იოცნებებდით. ხართ აქტიური და მტკიცე განწყობით, იღბალი თქვენ გვერდითაა. ამ ყველაფრის წყალობით ზუსტად გეცოდინებათ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. ამასთან, ისიც გეცოდინებათ, სხვებმა რა უნდა გააკეთონ. ეს კი გარშემომყოფებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ. აქედან გამომდინარე, დღის განმავლობაში მათი მხრიდან სუსტი პროტესტის მცდელობებისთვის უნდა იყოთ მზად.

თხის რქა: დღეს ენერგიით სავსე და თავდაჯერებული იქნებით. სიტუაცია ხანდახან გაიძულებთ, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მაგრამ თავს არ შეირცხვენთ – გაუმკლავდებით თქვენს მოვალეობებს და ამასთან საკუთარ თავს მომგებიანად წარმოაჩენთ. მაგრამ მზადაც უნდა იყოთ იმისთვის, რომ ასეთი არამოკრძალებული საქციელი გარშემომყოფების მხრიდან დაუფარავ შურს გამოიწვევს. ეს მცირე ფასია იმისა, რომ მთელი დღე გამარჯვებულმა იაროთ.

პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მერწყული: დღეს თქვენი მთავარი თემა იქნება „ყველაფერი სახლისთვის“. მოქმედებები მიმართული იქნება იქით, რომ ოჯახისთვის რამე სასარგებლო გააკეთოთ. მაგალითად, გადააადგილოთ ავეჯი, მოაწყოთ სახლში სივრცე, შეიძინოთ რამე. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით ძალზე წარმატებული იქნება, რაც თქვენც გაგახარებთ და ოჯახის წევრებსაც. მთავარია, თქვენი ყოფა სხვისას არ შეადაროთ, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ.

თევზები: დღეს მოვლენების შუაგულში მოექცევით. ხართ ენერგიული. სწრაფად შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, გონება გიჭრით. ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ – ვითარება ხანდახან მოითხოვს, რომ რამდენიმე ადგილზე ერთდროულად იყოთ. სხვათა შორის, ასეთი ორომტრიალის წინააღმდეგი არც თქვენ ხართ, ვინაიდან ამ ვითარებამ სარგებელიც შეიძლება მოგიტანოთ – რაღაც მოვლენის ან ნაცნობობის წყალობით სასიამოვნო სიურპრიზი დაგხვდეთ.