თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთკორეული კლუბის „ულსან ჰიუნდაი“ (Ulsan Hyundai) საუკეთესო მოთამაშე გახდა - კლუბის ქომაგების თვალსაზრისით.
აპრილში ყაზაიშვილმა „ულსანში“ ექვსი მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
ყაზაიშვილი „ულსან ჰიუნდაიში“ მიმდინარე წლის თებერვალში „სან-ხოსე ერთქვეიქსიდან“ გადავიდა, რომლის სახელით 2017 წლიდან ასპარეზობდა.
სამხრეთკორეულ К-ლიგაში XIII ტურის შემდეგ „ულსანი“ 25 ქულით მეორე ადგილს იკავებს.