ყვითელი ამბები

„რაღაც მომენტში აეტირა...“ – გვანცა დარასელიამ ქალიშვილს თმა შეუღება – ფოტოები

ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში შვილის მორიგი სახალისო ფოტოები გამოაქვეყნა. ნახეთ ამჯერად რა მოისურვა ლილემ.
Sputnik

ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს: უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყანას მეუღლის, ვახო მჭედლიძის დაბადების დღეზე მოუვლინა. ჟურნალისტი დიდ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები განათავსა, საიდანაც ირკვევა: იმის გამო, რომ ლილეს ძალიან სურდა სალონში წასვლა და დედამ ის დროულად არ წაიყვანა, თმა საკუთარი ხელით შეიჭრა და მოჭრილი ნაწილი კარადაში დამალა.

ირკვევა, რომ გოგონა უკვე ექვსი თვეა დედას სალონში წაყვანას სთხოვს და, როგორც იქნა, გვანცა დარასელიამ შვილის სურვილი აასრულა, ლილე სალონში წაიყვანა და თმის ბოლოები ვარდისფრადაც შეუღება. გოგონა ძალიან კმაყოფილი ჩანს შედეგით.

ცოტა ხნის წინ ლილე დედას პირსინგების გაკეთებასაც სთხოვდა. თუმცა დედა დაპირდა, რომ როდესაც ლილე გაიზრდება, ეს სურვილი მაშინ უნდა შეუსრულოს. 

გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა.

უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობაც ძალიან უყვარს.