კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.788-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 324.256-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.788 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 963 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 178, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 131, აჭარა – 127, კახეთი – 79, ქვემო ქართლი – 78, მცხეთა-მთიანეთი – 73, შიდა ქართლი – 72, გურია – 58, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.251 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 303.679-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 31 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.336-ს მიაღწია.

COVID-19 საქართველოში – 11 მაისის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 16.215 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.296 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2 454, იმერეთში – 495, აჭარაში – 464.

890 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 201 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 9, იმერეთში – 13. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 775 ადამიანი, მათ შორის 406 – თბილისში, 343 – აჭარაში. 11.144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30.153 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 22.715 პირი, აჭარაში – 1.821, იმერეთში – 1.288.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.788-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 324.256-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.