ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: ხუთშაბათი, 13 მაისი

საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს შესანიშნავი ამინდია მოსალოდნელი: დღისით  თერმომეტრის სვეტი პლუს 25-26 გრადუსამდე აიწევს.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 13 მაისს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი, აცხადებენ სინოპტიკოსები.

მზე თბილისში კვირას 05:43 საათზე ამოვა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდება და პლუს 12-13 გრადუსი იქნება. დღისით კი თერმომეტრის სვეტი პლუს 25-26 გრადუსამდე აიწევს.

საღამოს საათებში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე დედაქალაქში 20:11 საათზე ჩავა.