COVID-19 საქართველოში – 11 მაისის მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 303.679 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.336, კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.296 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 775 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.788-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 324.256-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 303.679 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.251), გარდაიცვალა – 4.336 (ბოლო 24 საათში – 31), კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.296 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 775 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 28.532 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.349, PCR–ტესტით – 8.183.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,07%, ბოლო 7 დღის – 6,35%.

სულ აცრილია 67.136 პირი, ერთ დღეში აცრილია – 4.689 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.