ცნობილი ქართველი მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე ფანებს ნატიფი მანერებით, ფრანგული სილამაზითა და დახვეწილობით ანებივრებს. შესაბამისად, თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი საქართველოში ულამაზეს ქალბატონად ითვლება.
მისი სილამაზით საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ მოიხიბლა, როდესაც თინეიჯერი თაკო პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. ის მცირე დროში საკმაოდ პოპულარული გახდა.
40 წლის მოდელი სამი ვაჟის დედაა. ოჯახი იმდენად უყვარს, რომ კარიერულ წინსვლაზე და მოდის სფეროს მაღალი დონის შემოთავაზებებზე მტკიცე უარი ბევრჯერ უთქვამს.
თაკო ჩხეიძის მეუღლე რუსლან აბაშიძე დიპლომატია. წყვილი სამ ვაჟს ზრდის. უმშვენიერესი გარეგნობის მქონე გოგონა ხალხმა მალე შეიყვარა.