საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის თარიღი ცნობილი გახდა

ინფორმაცია ღარიბაშვილის სომხეთში მომავალი ვიზიტის შესახებ გაავრცელა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, როდესაც 15-16 აპრილს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 12 მაისს გაიმართება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად აღარ აირჩია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ვიზიტის მომზადება დაევალა. თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს საპატიო ყარაულის ასეულს პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ხოლო სამართალდამცველი ორგანოები – დელეგაციის წევრების უსაფრთხოებას.

ვიზიტის პროგრამა ჯერჯერობით არ არის გასაჯაროებული.

ღარიბაშვილი სომხეთს უკვე ორჯერ ესტუმრა: საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისას 2014 წელს და 2020 წელს - თავდაცვის მინისტრობისას. ორივე ვიზიტისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის ყველა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს.

პრემიერის სტატუსით 2019 წელს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა.