შემაშფოთებელი სტატისტიკა: 2021 წლის პირველ კვარტალში ავტოავარიას 94 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლაა.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 94 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,6 ათასი დაშავდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში 1.247 ავარია მოხდა. შემთხვევების 43% თბილისზე მოდის.

თბილისში მომხდარი 539 ავარიის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 645 ადამიანი.

რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

რეგიონების მიხედვით ვითარება ასეთია: 

რეგიონიავარიების რაოდენობადაღუპულთა რაოდენობადაშავებულთა რაოდენობა
აჭარა896115
სამეგრელო–ზემო სვანეთი8011107
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი15922212
შიდა ქართლი899134
ქვემო ქართლი987129
კახეთი10311146
სამცხე-ჯავახეთი35347
მცხეთა-მთიანეთი26834
გურია29444

ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები და სახეობები
2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 606 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 და დაშავდა 857 ადამიანი. 

უსაფრთხოება გზებზე: არასამთავრობოებმა ხელისუფლებას პრიორიტეტები შეახსენეს

ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება – მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 212 მსგავსი ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა 16 და დაშავდა 213 ადამიანი.

ავტოავარიების მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა შეჯახება დაბრკოლებაზე – მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 66 მსგავსი შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, 90 კი კლინიკებში მოხვდა.

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 6 ავარია ველოსიპედისტის, 35 კი მოტოციკლეტისტის მონაწილეობით მოხდა – დაიღუპა 3 და დაშავდა 38 ადამიანი.

რაც შეეხება ავარიების მიზეზებს, ავარიების დიდი ნაწილი მოხდა გასწრების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბებისა და ქვეითთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის შედეგად.