თელავში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა მამაკაცი 3 მაისს საღამოს საათებში სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნდა. მისი ცხედარი ქალაქგარეთ იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში დაკარგული 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ნიკოლოზ რაზიკაშვილი 3 მაისის საღამოს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხედარი ქალაქგარეთ, ტყეში აღმოაჩინეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.