საქართველოში მიწისძვრა მოხდა

3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა სოფელ ფარავანთან დღეს, დილით მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 25  კილომეტრში, სოფელ ფარავანთან მდებარეოდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:27 საათზე 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.