„საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა

„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობას ახსენებს – მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 9 მაისს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება, ნათქვამია კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
დამატებითი მატარებლების მოძრაობის გრაფიკი 

საიდანგასვლის დროსაითჩასვლის დრო
თბილისი07:25ბათუმი13:00
ბათუმი13:40თბილისი19:12

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს – მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.