წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ნაკლები ხალხი შეიკრიბა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კორონავირუსი და მოქმედი შეზღუდვებია, რომელთა თანახმადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია.
დღესასწაულს ასევე დაემხთვა ვაკის პარკში დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, სადაც მდებარეობს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი, ასევე ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი. პარკის ცენტრალური შესასვლელი და გზები გადაკეტილია, მემორიალთან მისვლა შესაძლებელია მხოლოდ გვერდითა შესასვლელიდან.
ხელისუფლებამ დღესასწაულის ოფიციალური ნაწილი კიკვიძის სახელობის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გადაიტანა, სადაც დიდი სამამულო ომის გმირ მელიტონ ქანთარიას ძეგლია აღმართული. ღონისძიებას ბევრი ადამიანი არ დასწრებია. ზოგიერთი უცხო ქვეყნის საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყვავილები ვაკის პარკში - უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიიტანეს.
ვაკის პარკში იმყოფებოდნენ „უკვდავი პოლკის“ მონაწილეებიც, რომლებსაც თან ქონდათ ფრონტზე დაღპული წინაპრებისა და ნათესავების პორტრეტები.
შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციისა და საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორცინაციო საბჭოს წევრები კუკიას სასაფლაოზე წავიდნენ, სადაც ომის წლებში დაღუპული ჯარისკაცების ძმათა სასაფლაო მდებარეობს. აქ ძირითადად განისვენებენ ისინი, ვინც თბილისის საავადმყოფოებში ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ცერემონიის მონაწილეებმა ძეგლთან ყვავილები მიიტანეს.