პლანეტის მრავალ ადამიანს გაზაფხულთან განსაკუთრებული ასოციაციები აკავშირებს. და ერთ-ერთი მათგანი - ეს ფაშიზმზე გამარჯვებაა. კაცობრიობამ ეს დღე ერთდროულად მღელვარე, სასიხარულო და ნაღვლიან დღესასწაულად აქცია.
ომისშემდგომ თაობას ალბათ ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული იმ გრძნობების სიღრმე და ძალა, რომელიც მაშინ, იმ შორეულ 1945-ში დაეუფლა მათ წინაპრებს: სიხარული, ბედნიერება და ახლობლების, ოჯახების წევრების დაკარგვით გამოწვეული მტანჯველი გულის ტკივილი...
ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელ ომს 300 ათასი ქართველიც შეეწირა. დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ლოზუნგებით მიდიოდნენ ისინი ომში. მთავარი ისაა, რომ ისინი ნამდვილი გმირები იყვნენ და რომ შთამომავლობამ მათი ხსოვნა არასდროს არ უნდა დაივიწყოს.