უხვი ნალექის შედეგად ატენის ხეობაში კლდის ნაწილი ჩამოიშალა

მეწყრული პროცესის შედეგად გორი-ბოშური-ატენის მონაკვეთის ცენტრალურ მაგისტრალზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა.
Sputnik

 

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ძლიერმა წვიმამ ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩახერგა. 

„ძლიერი წვიმა სულ 15 წუთი გაგრძელდა, მაგრამ ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა და მოძრაობა შეფერხებულია. მასამ მთლიანად გადაკეტა ატენიდან სიონისკენ მიმავალი გზა“, - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავრაზაშვილმა.

ამ დროისთვის ადგილზე შესაბამის სპეცტექნიკას ელოდებიან, რათა აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.