საქართველოში ადმინისტრაციული დარღვევებისთვის დაკავების ვადები იცვლება

ადრე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ადმინისტრაციული დაკავების ვადები არ იყო განსაზღვრული და ხშირად დაკავებული პირები სასამართლოს რამდენიმე დღე ელოდებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში 1 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ადმინისტრაციული დარღვევისთვის პირის დაკავება  24–საათზე მეტ დროს იკრძალება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა

საქართველოში საპროტესტო აქციებზე დარღვევებისთვის სასჯელი გამკაცრდა

ახალი წესების თანახმად, 1 ივნისიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირის დაკავების შემდეგ პოლიციამ მისი საქმე სასამართლოს უნდა გადასცეს არაუგვიანეს 24 საათისა.

თუ ეს არ მოხდება, დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს.

თუმცა, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება კიდევ 24 საათით გახანგრძლივდეს.

ადრე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სასამართლომდე ადმინისტრაციული დაკავების ვადები არ იყო განსაზღვრული და ხშირად დაკავებული პირები სასამართლოს რამდენიმე დღე ელოდებოდნენ.