სპილო ჰეფი თავისუფლებას მოითხოვს: სარჩელს ნიუ-იორკის სასამართლო განიხილავს

სპილო ჰეფი, რომელიც უკვე 44 წელია ბრონქსის ზოოპარკში ცხოვრობს, ნაკრძალში გადასვლის უფლებას „მოითხოვს“
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ნიუ−იორკის სააპელაციო სასამართლო პირველად ისტორიაში განიხილავს სარჩელს, რომელიც ადამიანის მიერ არ არის წარდგენილი, იუწყება ფონდი Nonhuman Rights Project−ი.

გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელი, რომელიც თავად ფონდმა შეიტანა სპილო ჰეფის სახელით, სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში. სპილო ზოოპარკში მისი ყოფნის კანონიერებას „ასაჩივრებს“.

„ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც უმაღლესი ინგლისურენოვანი სასამართლო განიხილავს არა ადამიანის მიერ წარდგენილ სარჩელს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული დავა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. მაშინ ფონდის ზოოდამცველებმა პეტიცია გამოაქვეყნეს სპილო ჰეფის ფიზიკური თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნით, რათა მას ბრონქსის ზოოპარკიდან სპილოების ნაკრძალში გადასვლის უფლება მისცემოდა. სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჰეფის შუამდგომლობა, რომელიც უკვე 44 წელია ზოოპარკში ცხოვრობს. შესაბამისად ფონდი გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ამასთან Nonhuman Rights Project−ის წარმომადგენლებმა ახალი ონლაინ−პეტიცია შექმნეს სპილოს ნაკრძალში გაშვების მოთხოვნით. პეტიციას უკვე 1,5 მლნ−ზე მეტმა კაცმა მოაწერა ხელი.